Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის კლინიკის გავლის მსურველ მაგისტრანტთა განაცხადების მიღება - წინასწარი რეგისტრაცია.

იწყება 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის კლინიკის გავლის

მსურველ მაგისტრანტთა განაცხადების მიღება - წინასწარი რეგისტრაცია.

 

მაგისტრანტებისთვის1 შემოთავაზებულია შემდეგი კლინიკები:

 

  • პრაქტიკული სამართლის კლინიკა (12 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის. კლინიკა სავალდებულოა ყველა მაგისტრანტისთვის);

 

კონსოლიდირებული კლინიკები:

 

  • სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკა (18 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);

 

  • ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატის“ კლინიკა (18 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის).

 

სპეციალური კლინიკები:

 

  • იურიდიული ფაკულტეტის იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • პრაქტიკული სამართლის კლინიკის სტაჟირება (9 კრედიტი, მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს პრაქტიკული სამართლის კლინიკა, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის; მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს პრაქტიკული სამართლის კლინიკა);
  • იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის“ საადვოკატო კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის, აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ფლობა);
  • სასამართლო პრაქტიკის კვლევის, დოქტრინალური ანალიზისა და განზოგადების კლინიკა სანივთო სამართალში (9 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს კლინიკა (9 კრედიტი. განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის იურიდიული კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • „ნუნუ კვანტალიანის საადვოკატო ბიუროს“ კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • საპარლამენტო კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • მედიაციის კლინიკა (თსუს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრის ბაზაზე) (9 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • სახალხო დამცველის აპარატის კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამართალწარმოების კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • პროკურატურის კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);

 

დაინტერესებულმა მაგისტრანტებმა განაცხადის  შევსებული ფორმა უნდა გამოგზავნონ

ელექტრონულ ფოსტაზე ana.kharaishvili@tsu.ge

 

პროკურატურის კლინიკით, იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის“ საადვოკატო კლინიკით, მედიაციის კლინიკითა და იურიდიული ფაკულტეტის იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკით დაინტერესებულმა სტუდენტებმა განაცხადთან ერთად უნდა გამოგზავნონ CV.

 

კლინიკებზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 23 სექტემბერი.

კლინიკებში სტუდენტების მიღება მოხდება განაცხადების საფუძველზე და ზოგიერთ შემთხვევაში გასაუბრების გზით.

გასაუბრებები ჩატარდება 25-26 სექტემბერს. კონკრეტული დროები მოგვიანებით განთავსდება ფაკულტეტის ვებ-გვერდზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ანა ხარაიშვილს 577 47 55 15

 

23 სექტემბერს 19 საათზე დისტანციური ფორმით ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა სამაგისტრო პროგრამის კლინიკურ კომპონენტთან დაკავშირებით.

იხილეთ ბმული:

Monday, September 23 · 7:00 – 9:00pm Time zone: Asia/Tbilisi Google Meet joining info Video call link: https://meet.google.com/vwi-ozea-any Or dial: ‪(US) +1 609-469-1502 PIN: ‪975 294 110#

meet.google.com

                                                                                    

1   სტუდენტს, რომელიც მუშაობს იურისტის სპეციალობით, რასაც იგი ადასტურებს სამსახურებრივი ცნობით დამსაქმებლისა და მისი უშუალო სამუშაო ფუნქციების  შესახებ, კლინიკური სწავლების დირექტორის ნებართვით, შეუძლია, გააკეთოს არჩევანი იურიდიულ კლინიკასა/კლინიკებსა და საჯარო სამართლის, კერძო სამართლის ან/და სისხლის სამართლის მოდულის არჩევით სასწავლო კურსებს შორის და ასე დააგროვოს 18 კრედიტი პრაქტიკული სამართლის კლინიკასთან (12 კრედიტი) ერთად, რაც სულ შეადგენს 30 კრედიტს.  (აღნიშნული ცნობის დედანი მაგისტრანტმა კლინიკებზე წინასწარი რეგისტრაციისთის დადგენილ ვადებში დასკანერებული ფორმით უნდა წარადგინოს იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში ან გაგზავნოს შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე chancellerylaw@tsu.ge). პრაქტიკული კომპონენტის (30 კრედიტი) განხორციელება შესაძლებელია ერთ-ერთი კომბინაციით, კერძოდ, ან პრაქტიკული სამართლის კლინიკისა (12 კრედიტი) და 2 (ორი) სპეციალური იურიდიული კლინიკის (9 კრედიტი X 2 = 18 კრედიტი), ან პრაქტიკული სამართლის კლინიკისა (12 კრედიტი) და 1 (ერთი) კონსოლიდირებული იურიდიული კლინიკის (18 კრედიტი) ერთობლიობით.
 

თარიღი: 16/09/2024